ჯაზ-ფესტივალის დასკვნითი კონცერტები – ლარი კორიელი და ერიკა ბადუ!

29 ოქტომბერს ივენთ ჰოლში იმ მოლოდინით მივედი, რომ ძალიან კარგ ბენდს მოვუსმენდი. ლარი კორიელი – ადამიანი, რომელიც არაერთ ცნობილ ჯაზ თუ ბლუზ მუსიკოსთან თანამშრომლობდა, ამჯერად ტრიოს შემადგენლობით წარსდგა ქართველი მსმენელის წინაშე. კონცერტი წმინდა ჯაზ-კომპოზიციებით დაიწყო, რომელთაც მსმენელის სრულიად გულწრფელი ემოციები მოჰყვა. ტაში და ოვაცია მუსიკოსებს არ აკლდათ.

Larry - photo by levan giorgadze

აღსანიშნავია, რომ ბენდის თითოეული წევრი ბრწყინვალე ინდივიდუალისტი იყო. ცხოვრებაში პირველად მოვისმინე ბლუზ სოლო-პარტია კონტრაბასზე, ლარი გრეის შესრულებით. დრამერმა პოლ ვერტიკომ კი ნამდვილი ცეცხლი დაანთო დასარტყამი ინსტუმენტებით.

რაც შეეხება თავად დღის ვარსკვლავს – ლარი კორიელს – მისი პარტიები გიტარაზე გამოზომილი, ზუსტი და ძალიან ეფექტური იყო. მან ქართველი მსმენელი შეაქო და თქვა, რომ გაუგია, თუ როგორ უყვართ თბილისში თელონიოს მონკი. მონკი მეც ძალიან მიყვარს, ამიტომაც ორმაგი ემოციით მოვუსმინე კორიელის ტრიოს მიერ შესრულებულ Trinkle Tinkle-ს.

გიტარისტმა ჩემი გემოვნების ყველა ნიუანსი დააკმაყოფილა. შესრულდა როგორც ჯაზი, ასევე ბლუზ კომპოზიციები. იყო კლასიკური მუსიკის ელემენტებიც. ლარი ნამდვილად იდგა მოწოდების სიმაღლეზე და მას ტოლს არც ბენდის წევრები უდებდნენ.

საბოლოოდ, ბისზე მან რეი ჩარლზის უკვდავი კომპოზიცია, Georgia შეასრულა. დრამერმა კი სოლო პარტიების კიდევ რამდენიმე მომაკვდინებელი ინექციაც გაგვიკეთა. შედეგი – ფეხზე დამდგარი მაყურებელი, რომელსაც არასდროს დაავიწყდება კორიელის ტრიო : )

ეს კონცერტი ჩემთვის საუკეთესო იყო, რადგან ინსტრუმენტალური მუსიკის დიდი მოყვარული ვარ. რაც შეეხება ვოკალს, ამ მხრივ ერიკა ბადუ იყო შეუდარებელი. 30-ში მანაც არანაკლები სიამოვნება მიანიჭა ქართველ მსმენელს.

მის რეგალიებზე უკვე გესაუბრეთ, თუმცა კიდევ ერთხელ – ოთხი გრემი.. ეს უკვე ძააალიან ბევრ რამეზე მეტყველებს. ერიკამაც არ გაგვიცრუა იმედი და მშვენიერი შოუ მოაწყო საკონცერტო დარბაზის სცენაზე. დახვეწილი გემოვნება, ჩაცმულობა, იდეალური ვოკალი და ბექ–ვოკალი, რომელსაც ნებისმიერი მომღერალი ინატრებდა.

Erykah Badu

ბევრმა აღნიშნა კონცერტის შემდეგ, რომ ეს ნამდვილი მასტერ კლასი იყო, თუ როგორ უნდა იმღეროს და ეჭიროს თავი სცენაზე ნამდვილ ვარსკვლავს. ძნელია არ დაეთანხმო მათ.

ერიკას მანერებში, სიმღერაში და საერთოდ ყველაფერში რაც სცენაზე ხდებოდა, მხოლოდ ერთი სიტყვა იკითხებოდა: პროფესიონალიზმი!

ნამდვილი პროფესიონალები კი ყოველთვის მცირედით მაინც ეცნობიან იმ ქვეყნის ისტორიას და კულტურას, რომელშიც უწევთ ჩასვლა. ბადუმ სწორად შეარჩია ის თემები, რაც ქართველ მსმენელს ყველაზე მეტად მოხვდებოდა გულზე: თავისუფლება, ბრძოლა აგრესიისა და ოკუპაციის წინააღმდეგ.. მსმენელსაც მეტი რაღა უნდოდა : )

მოკლედ, კონცერტიდან ყველა სუპერ კმაყოფილი წავიდა. იყო დიდი ოვაცია და ემოცია. საერთო ჯამში წლევანდელმა ფესტივალმა საკმაოდ კარგად ჩაიარა და კიდევ ერთი ძალიან კარგი მოგონება დამიტოვა, რომელიც აუცილებლად გამყვება მომავალ ჯაზ–ფესტივალებამდე.. ძაალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ორგანიზატორებს და იმედს ვიტოვებ, ჯაზის ასეთი ზეიმები კიდევ არაერთხელ გაიმართება თბილისსა და არა მხოლოდ თბილისში : )

One thought on “ჯაზ-ფესტივალის დასკვნითი კონცერტები – ლარი კორიელი და ერიკა ბადუ!

  1. ოკუპაციაზე შენს გარდა მგონი არავის დაუწერია, არადა, საყვარელმა, როგორ ილაპარაკა <3

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s