თბილისის მე-14 ჯაზ ფესტივალი.. მალე :)

შარშანდელი ფესტივალიდან მოყოლებული მუხტი Black Sea-მდეც გამყვა და აგერ უკვე 10 თვეა ვერ ვივიწყებ იმ შეგრძნებებს, რაც თბილისის მე–13 ჯაზ–ფესტივალმა მომანიჭა. აქ ხომ ჩემმა საყვარელმა ჯაზ–ბენდმა, The Jazz Crusaders–მა ჩემი საყვარელი კომპოზიცია დაუკრა, აქ იყვნენ მაკკოი ტაინერი, ძმები ბლუზები, L’image სტივ გედითა და ტონი ლევინით, რეიჩელ ფერელი, დიანა რივსი, სინდიკატი, კრისტიან სკოტი..

Eastern Promotion ჯაზის მსმენელებს მოწყენის საშუალებას არ გვაძლევს. შარშანდელი თბილისის ფესტივალის შემდეგ ჯაზ–სერიები გაგრძელდა Event Hall–ში, შემდეგ იყო შავი ზღვის ფესტივალი ბათუმში. ეს რამდენიმე ზღვისპირა დღე ნამდვილად არასდროს დამავიწყდება. განსაკუთრებით კი არ დამავიწყდება სტენლი ჯორდანის მუსიკა. თავსხმა წვიმის ქვეშ ვიდექი და წამითაც არ მიფიქრია სადმე შემეფარებინა თავი..

Black Sea Jazz Festival 1 თვის წინ დასრულდა და მინდა შეგატყობინოთ, რომ თბილისის მეთოთხმეტე საერთაშორისო ჯაზ–ფესტივალი მასზე არანაკლები იქნება, თუ მეტი არა. მართალია, ყველა ჰედლაინერის ვინაობა ბოლომდე არ არის გახმაურებული, მაგრამ მათი სახელები, ვინც უეჭველად ჩამოვა, საკმაოდ ხმამაღალია.

ჩარლზ ლოიდი – არა, არ მოგესმათ : ) ჩარლზ ლოიდი ნამდვილად ჩამოვა და ჩვენ, ქართველ მსმენელებს გვექნება შანსი მას ცოცხლად მოვუსმინოთ დიდ საკონცერტო დარბაზში.

საქსაფონისტი ლოიდი, ჯაზის ერთ–ერთი უდიდესი ფიგურა 1960–იანი წლებიდან მოყოლებული, ქმნის ისეთ მუსიკას, რომელსაც შუძლია ერთმანეთთან დააკავშიროს მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში მცხოვრები ადამიანი. მის მუსიკაზე დიდი გავლენა აქვს ჯონ კოლტრეინს, რომელსაც ხშირად ადარებენ კიდეც.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ცნობილ და უკვე ლეგენდარულ ჯაზ–მენს, კეი ჯარეტს მუსიკალურად სწორედ ჩარლზ ლოიდმა აადგმევინა ფეხი. ჯარეტი ჩარლზის ბენდში 1966–68 წლებში კლავიშზე უკრავდა.

ამჯერად ლოიდი თბილისს ახალი პროექტით ეწვევა, კვარტეტთან ერთად. დამერწმუნეთ, ასეთი ხარისხიანი კონცერტის მოსმენა არცთუ ისე ხშირად შეიძლება.

მეორე ჰედლაინერი – ლარი კორიელი

მასზე ჩემზე უკეთ ეს ფოტო მოგითხრობთ:

ჯიმი ჰენდრიქსი და ლარი კორიელი

კორიელი თანამედროვეობის ერთ ერთი საუკეთესო ჯაზ–ფიუჟენ გიტარისტია. ლოიდის მსგავსად, ისიც 60–იანი წლებიდან მოღვაწეობს და ბევრ ცნობილ მუსიკოსთან ერთად დაუკრავს, მათ შორის ჩიკო ჰამილტონთან, გარი ბარტონთან, რომელიც თბილისს ერთხელ უკვე ეწვია. ლარი იყო The Guitar Trio-ს წევრი, ლეგენდარულ პაკო დე ლუსიასა და ჯონ მაკლაფინთან ერთად.

Sonny Emory

ეს ჯერ კიდევ ყველაფერი არ არის – სონი ემორი, გრემის მფლობელი ძალიან ძლიერი დრამერი თავის ახალ პროექტს წარმოადგენს თბილისის ჯაზ–ფესტივალზე. ის საკუთარ ბენდთან, Cachet Fusion-თან ერთად გამოვა.

ჩემთვის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, რომ ემორი ჩემს უსაყვარლეს ბენდში, The Jazz Crusaders-ში უკრავდა. მოუთმენლად დაველოდები მისი ბენდის კონცერტს.. თუმცა ჯო სემპლის კოლექტივი ერთადერთი არ იყო, ვისთანაც მას დაუკრავს. ელ ჯერო, დევიდ სენბორნი, სტენლი კლარკი – ეს იმ უდიდესი მუსიკოსების არსრული ჩამონათვალია, რომლბთანაც ემორის დაუკრავს.

ერთად დაველოდოთ თბილისის მე–14 ჯაზ–ფესტივალს, რომელიც 27–30 ოქტომბერს გაიმართება!

ინფორმაციას დანარჩენი ჰედლაინერებს შესახებ პერიოდულად მოგაწვდით..

დროებით! : )

7 thoughts on “თბილისის მე-14 ჯაზ ფესტივალი.. მალე :)

  1. ვაი მეე… აუ მაგარიააა… ნამდვილად ხარისხიანი მუსიკა..მმმ მინდაააა<3<3<3 მაგარიაა რევაააზ <3<3<3 ამ რაღაც უბედურ golden talant-ს თუ რაღაც უბედურებას კი არ ჰგაავს… მმმ <3<3<3

    • Come On! :) რას ადარებ :დ
      რამდენიმე დღით ძალიან ბედნიერი ვხდები ხოლმე ფესტივალის დღეებში :)

      • ჰო არც ვადარებ : )))) მაგას როგორ ვიკადრებ :დ:დ:დ: :დ:დ უბრალოდ მაშინ ჭყნაოდნენ ტელევიზორში და ეგ გამახსენდა: დ

  2. მეც მინდა რამდენიმე დღე ბედნიერება :( ამ ბოლო დროს ხო ვაფშე ჯაზომანია მაქ :(

  3. Pingback: 6 დღე ‘Tbilisi Jazz Festival 2011′-მდე : ) | Revaz's Blog

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s