ფიცვერცხლი

რამდენიმედღიანი დუმილის შემდეგ ისევ დაგიბრუნდით.. როგორც აღმოჩნდა, არცთუ ცოტა ადამიანს უნახავს ჩემი ბლოგი, რამაც ძალიან გამახარა..

დღეს კი მინდა იმაზე გიამბოთ, რითიც ბოლო დროა მეგობრებთან ერთად ვარ დაკავებული.. ეს არის მუსიკა, კონკრეტულად კი – ეთნომუსიკა..

ფოლკ-ჯგუფი 'ფიცვერცხლი'

ფოლკ-ჯგუფის გაკეთების იდეა ისეთივე სპონტანური და მოულოდნელი იყო, როგორც ახალი მეგობრების გაცნობა 2007 წელს, ‘არტ-გენის’ ფესტივალზე.. ეს ფესტივალი ჩვენთვის იმდენს ნიშნავს, ცალკე პოსტი რომ დავწერო, რამდენიმე საათი მოვუნდები ალბათ.. ასე რომ ‘არტ-გენზე’ აღარ შევჩერდები და პირდაპირ ჩვენზე გიამბობთ..

ზემოთხსენებულ ‘ახალ მეგობრებთან’ ურთიერთობა ფესტივალის შემდეგაც გაგრძელდა, რამაც გაახშირა შემდეგი სახის სიტუაციები:

- უნიში ხარ?
- კი, რა იყო?
- 3-ზე გამოგივლი, გივის* გავუაროთ და მოვსხდეთ სადმე..

* გივი = თამთა (ერთადერთი გოგო ჩვენს ჯგუფში)

კვირაში რამდენიმეჯერ ხდებოდა ასეთი ამბავი, ვიკრიბებოდით, სადმე მყუდროდ დავსხდებოდით, ვმღეროდით, ვუკრავდით და ათას სისულელეზე ვსაუბრობდით ხოლმე..

ზოგადად, მეგობრობა კარგი რამეა, საერთო ინტერესის გარშემო დამეგობრება კი – უკეთესი.. მოკლედ, 2008 წლის შემოდგომამდე ჩვენს მუსიკალურ ‘ერთობას’ მხოლოდ ‘გართობა’ ერქვა.. თუმცა რაღაც დროის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ის, რითიც აქამდე მხოლოდ ჩვენ ვიღებდით სიამოვნებას, სხვებსაც მოსწონდათ : )

სწორედ 2008-ის ნოემბერში გაჩნდა პირველი იდეა, რომ მეტი პასუხისმგებლობით გაგვეკეთებინა ის, რასაც აქამდე გართობას ვეძახდით.. საბოლოოდ ჩამოვყალიბდით, სახელიც შევირჩიეთ და ასე მოევლინა ქვეყანას ფოლკ-ჯგუფი ‘ფიცვერცხლი’ (შეგნებულად არ ვხმარობთ სიტყვა ‘ანსამბლს’, რადგან არ ვართ ფოლკლორული ანსამბლი).

თავიდან მხოლოდ ოთხმა დავიწყეთ: თამთა, რატი, გიორგი და მე..

პირველი 'ფიცვერცხლი' : )

პირველად იყო გოდერძი ჩოხელის საღამო, შემდეგ კლუბი ‘ethno 99,99%’, სადაც კონცერტებს კვირაში რამდენიმეჯერ ვმართავდით.. აქვე გაჩნდა ძველი ფოლკლორული სიმღერებისა და მელოდიების ახლებურად ინტერპრეტირების იდეაც.. თანამედროვე ინსტრუმენტების დამატების შედეგად გავბევრდით, ნიკა, გიო და ჯანო შემოვიერთეთ და დღეს შვიდნი ვართ  : )

აწმყო : )

წელიწად-ნახევარია რაც ვარსებობთ, რამდენიმე ათეული კომპოზიცია გვაქვს, როგორ ფოლკლორული, ასევე თანამედროვე სტილის : ) აი ერთ-ერთი მათგანი.. ცოტა Reggae-ს ელემენტები დავამატეთ:

ჰო, მართლა.. გსმენიათ ალბათ რუსთავი 2-ის პროექტ ‘ნიჭიერის’ შესახებ.. ნახევარფინალში ვართ, ცნობისთვის : D

ფესტივალ 'Art-Gene 2009'-ზე

ეს კი პირველი ტურის ვიდეო : )

უკვე პიარზე გადავედი და ბარემ ნახევარფინალის sms ნომერსაც გეტყვით: 9124 ან 91245 (5 ზარი ერთად)  მოკლედ, თუ მოგეწონათ ის, რაზეც გესაუბრეთ და რაც იხილეთ, დაგვიმესიჯეთ.. გაგვიხარდება ; )

მადლობა წინასწარ : )

21 thoughts on “ფიცვერცხლი

  1. ნწ ნწ ნწ :დ
    თვითრეკლამა საუკეთესო რეკლამააო.
    თუ როგორ არი?
    :დ

  2. უსაყვარლესები და უკარგესები ხართ! გგულშემატკივრობთ გულით, სულითა და ხორცით!
    აბა თქვენ იცით :)

  3. გაიხარე, დიდი მადლობა : ) ყველაფერს ვაკეთებთ, რაც ჩვენზეა დამოკიდებული, ასე რომ ორშაბათს საკმაოდ კარგ ნომერს იხილავთ : )

  4. წარმატებას გისურვებთ! ძალიან მომწონხართ და მთელი გულით გგულშემატკივრობთ :)

  5. ძალიან კარგები ხართ ხალხო, არტგენიდან გიცანით, წარმატებები! კარგ საქმეს აკეთებთ და ძალიან მაგრად :) (y)

  6. Pingback: » ფიცვერცხლი – 9124 - ნიჭიერი

  7. auuu dzaliaan minda da tan festivalze arasdros ar var xolme saqartvelshoi da ise ver vishovi versad?? ara shegidzliat tqvenc machuqot:D:D ara martla magraa minda.ansambl rustavshi vcekvav da arasdros ar vart zapxulshi saqartveloshi da iqenb momawodot raime inpormaciaa

  8. ჩვენც სულ 5 ცალი გვაქვს :D დანარჩენი მეგობრებმა გვათხოვეს :D

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s